ბათუმის საკრებულოს სხდომა დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო. ჟურნალისტები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა დამნაშავის დასჯა.

“გადადგეს პრემიერ-მინისტრი”, “დაისაჯონ დამნაშავეები” – ეწერა ფურცლებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს.

პერფორმანსის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა საკრებულოს წევრებმა არჩილ მამულაძემ და რაულ თავართქილაძემ დაგემს. მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს ჟურნალისტებს.

წყარო https://batumelebi.netgazeti.ge/news/355345/?fbclid=IwAR0chvoE4L_OEFXg7gPL5NU1-BRDWlUdVB2ugcZaQ8TATjyUJEHmS-9Orbc

Leave a Reply