“ლექსოსთვის ჩვენ არ დავიღლებით და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ყველა მოძალადე არ იქნება შესაბამისად დასჯილი” – ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში მედეიამენეჯერების და 200-ზე მეტი ჟურნალისტის სახელით სპეციალური განცხადება შევიდა.

ჟურნალისტები ირაკლი შოთაძეს მიმართავენ კითხვით – დაიწყო თუ არა “ალტ ინფოს” ეთერში გაკეთებული ძალადობრივი განცხადებების შესწავალა. მედიის წარმომადგენლები ასევე ითხოვენ საგამოძიებო უწყება “ალტ ინფოს” დაფინანსების წყაროთიც დაინტერესდეს.

განცხადებაში ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ 5 ივლისს ძალადობის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ მედია საშუალება “ალტ ინფოს” ხელმძღვანელები და წამყვანები. აღნიშნული დასტურდება მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით და ძალადობისკენ მოწოდებით

Leave a Reply