უკრაინელი მეზღვაურები, რომლებსაც 4 დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თავისუფლები არიან.

როგორც ადვოკატი ბექა ბასილია ამბობს, შეწყალება დაკავებულების განცხადების გარეშე მოხდა, მისი თქმით, ეს ყველაფერი იმას ადასტურბს,   რომ უკრაინელი მეზღვაურების ტყვეობა ყოველგავრ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. საგულისხმოა, რომ ეს გათავისუფლება ბათუმში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

-“იძულებული გახდა ქართული მხარე სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინათ. რაც არის ლუსტრაცია და მაჩვენებელი იმის, რომ ეს ხალხი უკანონოდ იჯდა ამდენი თვის მანძილზე ციხეში. მათი განცხადების გარეშე მოხდა შეწყალება, პირიქით, ისინი შეწყალებაზე უარს ამბობდნენ”-განაცხადა ბასილაიამ.

Leave a Reply