საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “მთელი ის სიყალბე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვისაა ორგანიზებული“

მისივე თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ალტერნატივა არ ჰყავთ.

„თბილისში, არცერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ჩვენს კანდიდატს არ ეყოლება ალტერნატივა. დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნია, გარდა ერთისა – რომ ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply