ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაშია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით საერთო საჯარისო ცენტრში დღეს, თავდაცვის მინისტრმა 2020-2030 წლებში თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია და ამის მაგალითი სამხედრო ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვაა.

მინისტრმა საზოგადოებას ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. „დელტას ბაზაზე ებრაულ კომპანიასთან ერთად დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატოს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Leave a Reply