თამთა შამათავამ სტრატეგია აღმაშენებელი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

-რვა წლის თავზე ვასრულებ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. ვტოვებ გუნდს, რომელიც უფრო მეტი იყო ჩემთვის, ვიდრე პოლიტიკური პარტია.
ჩემი აზრით, ახლა წასვლის დროა…. პარტიიდან მივდივარ, მაგრამ ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სხვა ფორმით, სხვა მიმართულებით, სხვა პლატფორმით, აუცილებლად განვაგრძობ ქვეყნის
განვითარებისთვის ბრძოლაში ჩემი წვლილის შეტანას. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მეგობრებს!

Leave a Reply