ირმა ინაშვილი

“ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შეთანხმება ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია, როცა საარჩევნო კომისიაში წევრი წაგვართვა. როგორც სჩვევიათ, ფეხზე დაიკიდეს ვენეციის კომისიის დასკვნა და თავად მიშელის დოკუმენტიც. ეს იყო მხოლოდ ერთი პარტიის- პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.
ახლა ვიღაცა იტყვის,- გაასაჩივრეთ. შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ვითხოვთ დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან საკითხი საარჩევნო თემატიკას ეხება და, წესით, არჩევნებამდე უნდა მოხდეს მისი განხილვა, მაგრამ თუ ვინმეს სჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პატრიოტების ამ სარჩელს განიხილავს, ცდება! სასამართლოს შეუძლია წლობით არ განიხილოს თქვენი სარჩელი და არ გამოიტანოს არანაირი გადაწყვეტილება და არც დაგისაბუთოთ, რატომ არ გამოაქვს! სასამართლო პოლიტიკური ანგარისწორების ბერკეტია და “ქართული ოცნების” პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, ამიტომ დასაწყისშივე ვიცი, რომ ეს სამართლებრივი გზა ჩვენთვის (ამ ეტაპზე) ამაო შედეგით დასრულდება. ამის მიუხედავად, სამართლებრივ გზას მივმართეთ. პოლიტიკური რეალობა აუცილებლად შეიცვლება ამ ქვეყანაში და მაშინ ვერავინ დაგვისვამს კითხვას,- რატომ არ მიმართეთ სასამართლოს?
ახლა სხვა კონტექსტზე მინდა გადასვლა. რაოდენ უსამართლო სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ არც მოქალაქეს, არც საზოგადოებრივ გაერთიანებას, არც პარტიას და სინამდვილეში არც არავის არა აქვს იმედი, რომ მისი სიმართლე დაცული და აღიარებული იქნება, რომ მის გვერდით სახელწიფოა, რომ მას ვერავინ ვერ დაჩაგრავს და ვერავინ ვერ წაართმევს. დღისით, მზისით მთავარი საკანონმდებლო ორგანო გჩაგრავს, შენს წინააღმდეგ კანონს ცვლის (ისე ჩქარობდნენ, სერიოზული შეცდომაც გაეპარათ ამასობაში) და ვითომ არაფერი…
რაღაცა მომენტში პრემიერისთვის მინდოდა საჯაროდ მიმემართა, ახლა ვფიქრობ, რომ აზრი არა აქვს! რასაც ვწერ, გადასცემენ.
პარლამენტის თავმჯდომარესაც ზუსტად ესმის, რაც ხდება, მაგრამ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებს. ცხადია, ვიცნობ. მასზე კარგი შთაბეჭდილება მაქვს, მაგრამ არაა თავისუფალი. “ქართული ოცნების” არც ერთი დეპუტატი, ასევე, არ დაიცავს არავის სიმართლეს, თუ ის ეწინააღმდეგება მისი პარტიის ინტერესებს… პარტიამ გადაწყვიტა ჩვენთვის კომისიის წევრის წართმევა და ვინაა ხმის ამომღები? ხმა მაშინ უნდა ამოეღოთ, როცა კანონს უკანონოდ ცვლიდნენ და მწვანე ღილაკს თითს აჭერდნენ. სხვებზე არაფერს ვამბობ… არავინ არაფრის არც გამკეთებელია და არც დამცველი, გარდა საკუთარი სკამებისა! აი, ზუსტად ეს მმატებს მოტივაციას.
და მახსენდება რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი. ერთ ქალბატონს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა, ეგონა, რომ მომერია. არადა, კი ვერ მომერია, დამჩაგრა თავისი ძალაუფლებით. მალე ეს ძალაუფლება დაკარგა. ამაზე მძიმე შედეგით დაასრულებს კარიერას კობახიძე. დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა ვწერ. ტყუილად არ ვწერ.
და ბოლოს, იმისათვის, რომ ეს უსამართლობა და სიმახინჯე შეიცვალოს, ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა უნდა შეიცვალოს. ამდენი ტყუილი, აფერისტობა, სპექტაკლისტობა და მამაძაღლობა უნდა დამთავრდეს.

Leave a Reply