Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებისა და მრავალეროვნული სწავლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. Agile Spirit 2021-ის ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვისა და სკოლის მოსწავლეებისათვის მრავალეროვნული წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერიც იმყოფებოდა.

დეტალური ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბოლოს კი, მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოში ერთმანეთის პარალელურად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მასში ნატოსა და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *