კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სააკაშვილზე განაცხადა, ის მაწანწალა ურევს დღეს საქართველოში სიტუაციასო. წულუკიანის ამ განცხადებას ყოფილი პარლამენტარი, ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

-,ყველა იძახით ,რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ურევს ქვეყანას, სასამართლომაც დაადანაშაულა და მაინც დღემდე არ თხოვთ უკრაინას , როგორც პარტნიორ ქვეყანას, ამ ნაძირალა ბანდიტის დაპატიმრებას, გადმოცემას, აძლევთ ამ ბანდიტის ბანდის წევრებს გაძლიერების საშუალებას! როგორ დაიჯეროს მოსახლეობამ თქვენი გულწრფელობისა???
მცდელობაც კი არ გქონიათ სამართლიანობის აღდგენის, ერთი და იგივე ხალხი დგას თქვენს უკან და უბრალოდ იმ დოზით გაჭიდავებენ ერთმანეთთან, რა დოზითაც მათ ჭირდებათ თავიანთი საქმის გასაკეთებლად! ქვეყანა და ქართველები კი უფსკულისკენ მივექანებით!!!ერთადერთი გადარჩენაა, ისევ უფალი,დიდება ღმერთს!!!” -წერს ემზარ კვიციანი.

Leave a Reply