დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავს.

ცვლილების თანახმად, იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს ან მისი პარტნიორი საერთაშორისო ინსტიტუტის სიმბოლოს დააზიანებს, სანქციები დაწესდება და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გადავა 15 დღემდე ვადით.

Leave a Reply