გორში “მთავარი არხის” ჟურნალისტ გიორგი ახალკაცისთვის მიკროფონი მოპარვიდან 24 საათი გავიდა, თუმცა სიახლე ჯერ არაფერია. პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს, სადაც პირთა გადაადგილება კარგად ჩანს.

გიორგი ახალკაცს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, ის პოლიციამ გუშინ გამოკითხა. ამ დრომდე გამოკითხული სხვა არავინ არაა.

“მომხდართან დაკავშირებით მე მივმართე შსს-ს, სამართალდამცავებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, მე ვიმყოფებოდი ადვოკატთან ერთად გორის სამმართველოში გამოკითხვაზე, დეტალურად ვუამბე თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა მიკროფონი და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის მოიპარეს. სამართალდამცველებმა მე მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი”-ამბობს ჟურნალისტი.

Leave a Reply