F – სტატუსი
“ბატონო პრემიერმინისტრო, პირველ ფოტოზე მე ვარ სამსახურში. დილის 9 საათზე დავიწყე მუშაობა და 3 საათზე უბრალოდ ჰაერი აღარ მეყო და ეკიპირებიდან რამდენიმე წამით ფარი მოვიხსენი.
რატომ ვარ იძულებული ასე ვიმუშაო? იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის სხვა ზემოქალაქეები, ვისაც პირველ რიგში მოეთხოვებათ მაგალითის მიცემა საზოგადოებისათვის, ზუსტად ამ დროს მრავალრიცხოვან სუფრაზე ხალხს კრებენ და სადღეგრძელოების თქმით ერთობიან.
ჩემი გაბურძგნილი თმით, გვერდზე მოქცეული ქუდით, უჟანგბადოებისგან ჩალურჯებული თვალის უპეებით გეუბნებით: თქვენი თავისუფლება, თუნდაც პრემიერ მინისტრი ბრძანდებოდეთ, მთავრდება იქ, სადაც ჩემი ჯანმრთელობა იწყება”. – წერს ექიმი მარიკა ზურმუხტაშვილი Facebook-ზe.

Leave a Reply