8 აგვისტოს, ათენში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია-რუსეთი ოკუპანტია!-გამართეს.

დარეჯან ღამბაშიძე

-სინდაგმის მოედანზე ათენში არსებული ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა აქცია „რუსეთი ოკუპანტია“!
აქციას მხარი დაუჭირა დიასპორის დეპარტამენტმა და საქართველოს საელჩომ ათენში.
13 წლის წინ 8 აგვისტოს ომის მიმდნირე მოვლენებზე სიტყვით გამოვიდნენ ბერძნულ ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ხატია ქარსაულიძე.ქართულ-ბერძნული თეატრალური კულტურული ორგანიზაცია“დიონისე (ხელმძღვანელი თაკო სამხარაძე) წარმომადგენელი მამუკა ქაჯაია. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ( ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე) წარმომადგენელი ქალბატონი ეკა გიგოლაშვილი. Georgian.gen.ათენში ხელმძღვანელი აკაკი შელია. ქართული საკვირაო სკოლა, პედაგოგი ნანა სამხარაძე.ათენის ქართული სახლი, პოეტი ქალბატონი მადონა ჯავახიშვილი.
აქციაზე მოეწყო ომის ამსახველი სურათების გამოფენა.ასევე ფიგურირებდა ლოზუნგები“არა საქართველოს ოკუპაციას“ „ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება საქართველოს“ „ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“ და სხვა. ჩვენი მთავარი მესიჯი იყო :დასავლეთმა, ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს და მიიღოს პრინციპული ქმედითი ღონისძიებები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. მოხდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია. რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
რუსეთის ოკუპაციაზე ლექსები წაიკითხეს ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა : დემეტრე კურტანიძემ, ლუკა გიგაურმა და ანასტასია გიგაურმა. ქართული ემიგრაციისათვის კარგად ცნობილი ემიგრანტი პოეტი გიორგიკ უბლაშვილი საკუთარი ლექსით წარსდგა აქციის მონაწილეების წნაშე.პოეტმა იუნონა რუსაძემ, წაიკითხა ემიგრანტი პოეტი ქალბატონის თეო ქველაძის ლექსი , რომელიც მიეძღვნა გია დანელიას ხსოვნას, ემიგრანტმა ქალბატონებმა ნათელა ღჭავამ გაიხსენა აგვისტოს ომში დაღუპული გმირი, ჩვენი თანამემამულე გიგა გოგორიშვილი. ემიგრანტი მარი ზერიკიძე კი გორის ტრაგედიაზე გვესაუბრა. ასევე აკო შელიამ და მარი შურღაიამ ,დიდი ემოციების ფონზე შეასრულეს საქართველოს სადიდებელი სიმღერები.აქციის დასასრულს ემიგრანტებმა შეასრულეს საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნი.აქციაზე გავიგეთ,რომ ორი გმირის დედა ათენის ემიგრაციაში იმყოფება, დალი კოღუაშვილი- გიგა გოგორიშვილის დედა და ქეთი ჟორჟოლიანი- გია დანელიას დედა.
ფოტორეპორტაჟი ათენიდან

Leave a Reply