საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.

„გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას: გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციებიეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply