“ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ გეგმების განხორციელების პროგრამა, რომელიც გაცხადებული გვქონდა, იმიტომ რომ მთავარი პრიორიტეტები გახდა სხვა მიმართულებები. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, იანვრიდან შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება.

ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორის განაკვეთებს. ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რაც მნიშვნელოვანია და არ უნდა მოხდეს ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, როდესაც საერთოდ ხელფასების გადახედვა არ მომხდარა”,-თქვა კახა  კალაძემ.

Leave a Reply