საქართველოს მთავრობის ინიციატივით დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობისთვის ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო, რომლის მიზანია თითოეული მოქალაქის სახლის კარამდე მივიდეს მართებული ინფორმაცია, თუ რა არის ვაქცინა, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა და რა გზებით არის შესაძლებელი ვაქცინის მიღება.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად ერთვება ინფორმაციის გავრცელების პროცესში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 10 000 საინფორმაციო ბუკლეტის დარიგებას სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

Leave a Reply