თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) და სს „თელასი“ დაჯარიმდნენ. მათზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალათ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) კომპანიების წინააღმდეგ მოქალაქეებმა მიმართეს.

„საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.

დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50 000 ლარით დაჯარიმდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კომპანიებს განესაზღვრათ ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად“, – აცხადებენ სემეკში.

Leave a Reply