გიგი კუბლაშვილი

დიპლომატთა კლუბი

ქაბული და პრაქტიკულად მთელი ავღანეთი თალიბების კონტროლს ქვეშაა, ერთადერთი ობიექტი ქაბულის აეროპორტია, რიმელსაც აკონტროლებენ ამერიკელი საზღვაო ფეხოსნები, თურქ კოლეგებთან ერთად. ვერ ხერხდება მოკავშირე ავღანელების სრულმასშტაბიანი გამოყვანა, რადგან მათი დიდი ნაწილი არ იმყოფება ქაბულში, პრეზიდენტი განი, რომელიც ორი დღის წინ ყელყელაობდა არ გავიქცევიო, უზბეკეთშია. ძალიან ვწუხვარ ჩარჩენილი ქართველების გამო, ივანიშვილის და ღარიბაშვილ – ზალკალიანის იმედზე ყოფნა.. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ჩვენი მოკავშირეები დაგვეხმარებიან. მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი აღნიშნულ რეგიონში და მესმის რასთან გვაქვს საქმე.
P.S.ფოტო N1 თალიბები აშრაფ განის (გადამდგარი და გაქცეული პრეზიდენტის კაბინეტში); N2 საპრეზიდენტო სასახლეზე თალიბების დროშა ფრიალებს; N3 ყოფილი ავღანური არმია და მისი ფიზიკურ- მორალური სახე; N4 ექსპრეზიდენტი განის ორი დღის წინანდელი გამოსვლა ტვში, სადაც ის დასცინის ყოფილ მეფეს და აცხადებს, რომ ის გაიქცა, ხოლო განი დარჩება და იომებს (ორ დღეში მოქუსლა და უამრავი ადამიანი მხარდამჭრები და თანამებრძოლები დატოვა) N5 ავღანური- თალიბური ბაირამ დუდუკი, თალიბი აღნიშნავს გამარჯვებას.
აქვე- სასწრაფოდ დასამყარებელია ურთიერთობები ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან, ,,სისხლიანი 9 წლის” დროს მიშასგან უკვე დავალება და მოქმედება იქნებოდა დაწყებული ამ კუთხით, მეტსაც გეტყვით, სარეზერვოდ ჩვენ როგორც იქ , რეგიონში მყოფ დიპლომატიურ წარმომადგენლობას გვქონდა რამდენიმე პოტენციური არხი მათ შორის თალიბებზე გასასვლელად, ესეთი შემთხვევისათვის. უნდა გამოირიცხოს პოტენციური საფრთხე ჩვენი დროებით ოკუპირებული რეგიონების ე.
წ. აღიარების.

Leave a Reply