მსოფლიოს 60 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე საერთო განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზად არის დაეხმაროს ავღანელებს და იმ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ.

“უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვმუშაობთ უზრუნველსაყოფად და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების და იმ ავღანელების უსაფრთხო და მოწესრიგებული გამგზავრებას, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს.

ავღანეთში ძალაუფლების მქონე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ, დაიცვან ადამიანის სიცოცხლე, ასევე ქონების დაცვის უფლება და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენისთვის.

ავღანელებს და საერთაშორისო მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და საზღვრები ღია უნდა დარჩეს, სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს.

ავღანელი ხალხი იმსახურებს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება მზად ვართ მათ დასახმარებლად”-წერია განცხადებაში.

Leave a Reply