ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით, რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა.

-მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ, ჩემი დავალებით, ახლა მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება და ჩვენი ხედვაა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით, რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია საუკეთესო კომპანიები ჩავრთოთ და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავის კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ ამ მხარესა და რეგიონში. ამ და სხვა პროექტების განხორციელებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენს მოქალაქეებს არ სჭირდებათ არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენ ქვეყანაში.

Leave a Reply