სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

უწყების გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დღეს ისევ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის” ხელმძღვანელები არიან დაბარებული.

ორგანიზაციის დამფუძნებელი ამტკიცებს რომ საქმე პოლიტიკურია და მიზნად მათ დისკრედიტაციას ისახავს. გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ სუსი “ქართული ოცნებიდან” წასვლას არ პატიობს.

არასამთავრობოს წევრები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია და “ვიღაცეებს ზევით არ აწყობთ ალაპარაკება:

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე დაიწყო. დეტალებზე უწყება არ საუბრობს. 

Leave a Reply