იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მოქალაქეებმა ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 1522.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გავლენ.

Leave a Reply