მმართველი გუნდი ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, “ოცნების” კანდიდატს 50,3%-ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო” ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს – 37,8%.

“გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით გამოიკითხა 987 რესპონდენტი,”-ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე გამოიყურება:
– “ქართული ოცნება” 44.7%
– “ნაციონალური მოძრაობა” 32.6%
– “პატრიოტთა ალიანსი” 3.1%
– “საქართველოსთვის” 2.9%
– “სტრატეგია აღმაშენებელი” 2.6%
– “გირჩი – მეტი თავისუფლება” 2.5%
– “ლელო” 2.3%
– “ევროპული საქართველო” – 2.2%
– “მოქალაქეები”1.5%
– “ლეიბორისტული პარტია” 1.5%
– “გირჩი” 0.4%
– “რთიანი საქართველო” 0.4%
– სხვა პარტიები 3.3%

ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგით რომ დასრულდეს, 3 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია გადალახავდა, 28 მანდატი კი მათ შორის შემდეგი პროპორციით განაწილდებოდა:

– “ქართული ოცნება” 16 მანდატი
– “ნაციონალური მოძრაობა” 11 მანდატი
– “პატრიოტთა ალიანსი” 1 მანდატი
გივი მიქანაძემ ასევე, წარმოადგინა ქუთაისის მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილი მონაცემები:

– იოსებ ხახალეიშვილი (“ქართული ოცნება”) 50.3%
– ხატია დეკანოიძე (“ნაციონალური მოძრაობა”) 37.8%
– სხვა კანდიდატები 11.9%

“როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს კარგი შანსი, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული,”-აღნიშნა გივი მიქანაძემ.

Leave a Reply