ზვიად ტომარაძე

ერი და სახელმწიფო

-მიუხედავად უტრანსპორტობისა, ცუდი ამინდისა და რეკლამირების არქონისა, დღევანდელი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა! ჩვენ დღეს შევიკრიბეთ მოთხოვნებით: საზმაუზე, განსხვავებულ აზრს დათმობოდა ეთერი! ზოგადი მოთხოვნებით: არა სავალდებულო ვაქცინაციას! არა კოვიდტერორს და დისკრიმინაციას! არა ტრანსპორტის გაჩერებას!
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, მოლაპარაკების შედეგად, არხის დირექტორის ქ–ნ თინათინ ბერძენიშვილისგან მივიღეთ დაპირება, რომ 6 სექტემებრიდან, როდესაც განახლდება ახალი სეზონი, განსხვავებული პოზიციის დასაფიქსირებლად დაგვეთმობა ეთერი!
მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს ბ–ნ ბონდო მძინარაშვილი–ს არხის ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობისთვის.
მადლობა ყველას მობრძანებისთვის!
უახლოესი მოქმედებების შესახებ შეგატყობინებთ!

Leave a Reply