პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აცრა აუცილებელია და განსაცდელს ყველამ ერთად უნდა მოერიოს.

“ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა, კიდევ ერთხელ უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად, ეს მძიმე ასე ვთქვათ პერიოდი და ოქტომრბიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა რა თქმა უნდა მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებლად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს, რომ კორონავირუსის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, მთავარი გამოსავალი ვაქცინაციაა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ადამიანი ვაქცინირებული იყოს.

“ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ჩვენ ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი აქვს და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია”

Leave a Reply