მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პლატფორმის ონლაინპრეზენტაცია გამართა და ოფიციალურად წარადგინა მის გუნდის ახალი წევრი – ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

მან 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ორპოლუსიანობის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და “მესამე ძალის” გუნდი დაასახელა:

1.გრიგოლ ვაშაძე – “ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩვენ 2018 წელს დიდი ბრძოლა გავმართეთ და დარწმუნებული, ვარ რომ ერთიანობით დიდ შედეგს დავდებთ”.

2. ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია;

3. თამარ კეკენაძე – “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე;

​4. რეზო კემულარია – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი;

5. ვახტანგ გიაშვილი – იურისტი, ადვოკატი;

6. ოთარ ბაღათურია;

7. პაატა ჩიქოვანი;

მესამეძალაში ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებლის” სხვა წევრებიც –  სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, თეონა ჭალიძე…

Leave a Reply