საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კუჭავა პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან გამართავს შეხვედრას.

Leave a Reply