“საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებას ევროპაში აპირებს. განცხადება მან ამის შესახებ დრევანდელ ბრიფინგზე გააკეთა და მიზეზად “ქართული ოცნების”  ბოსების მხრიდან, დაგეგმილი პროვოკაცია დაასახელა:

“ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“ განაცხადა გახარიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *