გიორგი გახარია ოცნების ხელმძღვანელებს მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებზე რჩევას აძლევს:„ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ – წარმოუდგენელია. აი ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი.“

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მედიასთან მიმდინარე საკითხებზე კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიამ ოცნების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ სჯობს მის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური პროპაგანდისტული კამპანიებიდან ერთი ამოირჩიონ და ის მიიყვანონ ბოლომდე, თორემ ახალ-ახალი კამპანიების წამოწყების ფონზე მათი უსუსურობა რთული საყურებელია.

„რამდენიმე ბინძური პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს – ერთი იყო, მოდით ნარკოტესტი ჩავაბაროთო და ესე ჰაერში გაისროლეს, მერე თავის ექსპერტებით და პროპაგანდისტული მანქანით – აი ასე, ნელ-ნელა, ირიბად მიუთითეს და ჩემი სახელი და გვარი აღმოჩნდა. ამის წინ იყო და სახელმწიფო გადატრიალება მზადდებაო და გახარია სახელმწიფოს ატრიალებდა მიშა სააკაშვილთან და პოლიციელებთანო – პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა.  ახლა თურმე ეს ახალი რაღაც მოიგონეს. ნუ ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ –  წარმოუდგენელია, აი ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი.“ – მიმართავს გიორგი გახარია „ოცნების“ ხელმძღვანელებს.

„ამასთან ერთად, დღეს იყო ძალიან კარგი – აქედან დღევანდელი ოცნების ბოსები გამოვარდნენ და აქ ჩვენ სახელს და გვარებს აბრახუნებენ და იქითა მხრიდან მიშა სააკაშვილი გამოვარდა და ის იქედან კიდევ რაღაც სულელურ ნარატივს ავითარებს. ერთმანეთს ეხმარებიან. “-განაცხადა გახარიამ.

Leave a Reply