“მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა კახა ძაგანიამ საარჩევნო პროცესში მედიისა და მათ შორის საზ. მაუწყებელის უსამართლო პოლიტიკის შესახებ საზ. მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში ბრიფინგი გამართა.

-ჩემი დღევანდელი ბრიფინგის თემა იყო შემდეგი: მე საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისთვის ვუხდი ფულს, რომ მე არ გამაშუქოს, ხოლო ჩემი კონკურენტები, რომლებსაც ისედაც სამ-სამი პარტიული ტელევიზიები ემსახურებათ, ეთერში ყავდეთ სულ.

ჩვენი “მემარცხენე ალიანსის” კონკურენტი, ისედაც მილიონერი “ნაცები” და სახელისუფლო პარტია ჩვენგან განსხვავებით საზოგადოებრივ მაუწყებელში მსუყედაა გაშუქებული.

ასე იწყება არჩევნებში მანიპულირება. კანდიდატებს შორის პარიტეტი სრულად დარღვეულია, თუ ვერ ახერხებს ქალბატონი გენერალური დირექტორი ბერძენიშვილი ამ საკითხის მოწესრიგებას, გადადგეს და სხვას დაუთმოს თანამდებობა. ჩვენ ODIHR _ს აუცილებლად მივწერთ ამის თაობაზე-აცხადებს კახა ძაგანია.

Leave a Reply