გიორგი ლაღიძე

პარტია „მომავალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი

-მე არ მიმაჩნია სწორად, რომ პოლიტიკოსებს მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ ამომრჩეველი. მე მაგალითად, 1996 წლიდან ვიცავ ადამიანის უფლებებს, მაშინ საქართველოში საერთო სახალხო ინსტიტუტი არც კი არსებობდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე საუბარი უცხო ხილი იყო. აი ამ დროიდან ვარ მოქალაქეების ქომაგი. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესებს სოციალური კუთხით დავიცავ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

დღეს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა არასწორად ნაწილდება და ფუჭად იფლანგება. ჩვენ პუნქტობრივად გვაქვს გაწერილი თუ სად და როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ამოისუნთქოს. საარსებო მინიმუმი არანაირად არ არის საკმარისი, ამ ადამიანებს აქვთ სხვა საჭიროებებიც. ხელისუფლების თვალთმაქცობას საზღვარი აღარ აქვს, თორემ ბიუჯეტი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას ადამიანები იყვნენ ასე თუ ისე უკეთეს მდგომარეობაში.

მთავრობა გვეუბნება-ეკონომიკა დუღსო, სტატისტიკა მოსახლეოას ნაკლებად აინტერესებს, აქ მთავარია რა აისახა ჩვენი ხალხის ჯიბეებზე დადებითად! დღეს ყველაზე სავალალო მდგომარეობაა, ისედაც გაღატაკებულ ადამიანებს პანდემიამ უკანასკნელი თეთრები ამოაცალა. ამ ყველაფრი მერე, შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ! ეკონომიკა ყვავისო-რა ყვავის, გავიდნენ ქუჩაში და ნახონ რა ხდება!

ხელისუფლება უსახლკაროთო პრობლემების მოსაგვარებლად არაფერს არ აკეთებს, ყველა მოდის დაპირებით და მერე ეს დაპირება დაპირებად რჩება. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია სწორედ უსახლკაროთო პრობლემების მოგვარება. უნდა აშენდეს მუნიციპალური ბინები და ამ ადამიანებს გადაეცეთ გრძელვადიან სარგებლობაში. არის ამისი რეალური საშუალება, თუ ბიუჯეტი სწორად იქნება გადანაწილებული.

გიორგი ლაღიძე ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში არათანაბარი საარჩევნო გარემოა და მათი პარტია დისკრიმინაციულ მგომარეობაშია.

როდესაც ხელისუფლება საუბრობს თანაბარ საარჩევნო გარემო, უბრალოდ ცრუობს!

Leave a Reply