გიორგი ლაღიძე

პარტია „მომავალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი

-საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა, დავდივართ ყველა რაიონში, ყველა უბანში კარდაკარ, ვაწვდით  მოსახლეობას ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს, ვეცნობით მათ პრობლემებს, თუმცა ფაქტი ერთია, ე.წ კვალიფიცირებულ სუბიექტებთან შედარებით, ჩვენ ვართ ასე ვთქვათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ტელევიზიების დიდი ნაწილი მხოლოდ გარკვეული სუბიექტების საარჩევნო კამპანიას აშუქებს, ამით  ამ სუბიექტებს უფრო უადვილდებათ თავიანთი საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლამდე მიტანა და რა თქმა უნდა ეს მოსახლეობის ცნობიერებაზეც აისახება. შესაბამისად ჩვენ უფრო მეტი შრომის გაწევა გვიწევს.

როდესაც ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არის თანაბარი საარჩევნო გარემო, უბრალოდ ამ დროს ცრუობს!

აი როგორ ხდებიან კვალიფიციური სუბიექტები, ეს კიდევ ცალკე თემაა, თუმცა ვიტყვი რომ რამოდენიმე პარტია ახერხებს არჩევნების წინ ბლოკად გაერთიანებას, რადგან ცალკე ვარანაირ პროცენტს ვერ აიღებენ, ბლოკით შედიან პარლამენტში და ასე ხდებიან კვალიფიციური სუბიექტები. ეს არის დისკრიმინაციული საარჩევნო გარემო.

 

 

Leave a Reply