გიგი კუბლაშვილი

დიპლომატთა კლუბი

ამერიკული სანქციები რუსეთს; ამერიკის წარმომადგნელთა პალატამ 2022 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც ასევე შევიდა დეტალური შესწორებები, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს სრულყოფილ პროგრამას კრემლის წინააღმდეგ ახალი სტრატეგიისა, რაც მოიცავს ა)პერსონალურ სანქციებს, სადაც ფიგურირებს 35 ადამიანი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კრემლის საქმიანობასთან, ნაწილს ამ სიის აქვე წარმოგიდგენთ:
რომან აბრამოვიჩი (ოლიგარქი)
ალიშერ უსმანოვი (ოლიგარქი)
დიმიტრი პესკოვი (პუტინის პრეს მდივანი)
ვლადიმერ სოლოვიოვი (ჟურნალისტი)
მარგარიტა სიმონიანი (ჟურნალისტი)
ბორტნიკოვი (ფსბს შეფი)
პატრუშევი (უშიშროების საბჭოს მდივანი)
მილერი (გაზპრომი)
დერეპასკა (ოლიგარქი)
ერნსტი (ჟურნალისტი, პროდიუსერი)
შუვალოვი
კალაშნიკოვი
ჩაიკა
პატრუშევის და ბორტნიკოვის შვილები
მურაშკო (ჯანდაცვის მინისტრი)
აი არასრული სია იმ პირებისა, ვისაც უახლოეს დროში გაუყინავენ ანგარიშებს, არ მისცემენ ამერიკის ვიზებს, სადაც არ უნდა იყოს მათი ქონება, სადაც მიწვდება ამერიკის სამრთალდამცავი სისტემა იქ დაყადაღდება ეს ყველაფერი, ანუ გლობალური ძებნა მათი აქტივების, მეტიც იუსტიციის სამინისტროს ექნება სპეციალური საიტი, სადაც განთავსდება მუდმივად განახლებული ინფორმაცია ამ პირების გარშემო.
ბ) ახალი მიდგომა ე.წ. ინტერპოლის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს; ინტერპოლი ბოლო წლებია იქცა ჩინეთის და რუსეთის სათამაშო ორგანიზაციად, უამრავი პოლიტიკური საქმეები – ამ ორგანიზაციაში ინტერპრეტირდება რუსულ – ჩინური ზეწოლით როგორც კრიმინალი და ძალიან ბევრი ადმაიანი იდევნება უკანონოდ, როგორც ჩანს ინტერპოლის ხელმძღვანელობის გარკვეული ნაწილს წაყენებული ექნება კონკრეტული ბრალი.
მოკლედ კონგრესის ახალი შესწორებები და სანქციები ცალსახად, უსერუიოზულესად დააზიანებს კრემლს და მის დამქაშებს. აქვე – გასაოცარს, იგივე ბორიას კიდევ ერთხელ – რჩევა, წადი ბორია, სანამ დროა წადი, მისი მომყოლისთვისაც ეს უნდა იყოს დასაფიქრებელი. 2 ოქტომბრის რეფერენდუმი, მესამე პრეზიდენტის დაბრუნება და საერთოდ მათი ანუ ქოცებს ქცევის ადექვატური იქნება მუჯლუგუნი თავისუფალი სამყაროს მხრიდან, ეს ცალსახაა.

Leave a Reply