საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.

„ეს კაცი 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარაა. მან კარგად იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი მიზანი და სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და თავის ბანდას არ ეგონოთ, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply