13 კითხვა ახალგაზრდა პოლიტიკოსს

თამთა ჯოჯუას სტუმარია ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ლეჟავა (პარტია „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისთვის“)

1.გააცანით თქვენი თავი საზოგადოებას ?

– დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ახალი სახელით. მე ვარ მარიკა ლეჟავა, დავიბადე სამტრედიაში, სკოლაშიც სამტრედიაში შევედი, თუმცა თბილისში დავასრულე, უმაღლესი განათლება უკრაინაში მივიღე, ვარ სამართალმცოდნე. დიდი შანსი მქონდა უკრაინაში წარმატებული კარიერა შემექმნა, მაგრამ ქვეყანაში დაბრუნება გადავწყვიტე და წამითაც არ მიყოყმანია. მინდოდა ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ენერგია ჩემი სამშობლოსთვის მომეხმარა-არ ჩამითვალოთ ეს მაღაარდოვან, გაზეპირებულ ნათქვამად-ვინც მიცნობს, იმან იცის, რომ ეს გულით ნათქვამია, მე სხვანაირად არ შემიძლია.  დღეს კი მივხვდი, რომ დროა სუფთა წარსულის მქონე ადამიანებმა ჩავიბაროთ ქვეყნის მართვა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, ახალი გამოწვევაა და ვნახოთ…

2როგორი უნდა იყოს  პოლიტიკოსი ?

– პოლიტიკოსი  უნდა იყოს კარგი მენეჯერი ,დაქირავებული ადამიანი, ვინც საზოგადოების მოთხოვნას შეასრულებს,თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ასე, რადგან სკამები ცვლიან რეალობას .

3.რეალურად იცნობთ თუ არა თბილისის პრობლემებს და ყველაზე მძიმე პრობლემა რომ დაგვისახელოთ ?

– ისევე როგორც სრულიად საქართველოში, უმუშევრობის პრობლემა თბილისშიც არის და  სამწუხაროდ წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება, დაუსრულებელი საცობები და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ვაკეში, სიღარიბე  დაუძლეველ პრობლემად იქცა მთელს ქვეყანაში.

4.გამარჯვების შემთხვევაში რა იქნება პირველი, რასაც შეცვლი?

– პირველ რიგში შევხვდები ჩემს ამორჩეველს და არა მარტო, შევხვდები ყველას, ვინც ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ცხოვრობს ,მოვისმენ ყველას პრობლემას და პრიორიტეტულად მივყვები  ადგილობრივებთან ერთად. მხოლოდ მათ შეუძლიათ ყველაზე წორად პრიორიტეტების განსაზღვრა.

5.რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის ?

– ცხოვრება თავის დეფინიციით რთული აღსაქმელია ,ცხოვრებაში უნდა გქონდეს მიზანი ,უნდა გიყვარდეს, უნდა აფასებდე, უნდა გჯეროდეს , არსებობაა ის, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება ,ხალხის თვალებში ჩამქრალი იმედიის ნაპერწკალიც კი აღარ დარჩა ,უიმედობა და უპერსპექტივობაა გამეფებული.

6.შეგიძლია ერთი რამ შეცვალო სამყაროში, რას შეცვლიდი?

– შევცვლიდი ადამიანების უიმედო დამოკიდებულებას სამყაროს გამოწვევების მიმართ, ვეტყოდი ყველას, რომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, რომ სამყარომაც შეძლოს სუნთქვა.ამოვდროულად მინდა, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი ,უმიზეზოდ არავინ ზიანდებოდეს და არ უწევდეთ ადამიანებს ქვეყნის დატოვება,  ემიგრაციაში წასვლა… ამდენ უიმედო თვალებში სინათლეს დავაბრუნებდი.

  1. ყველაზე ხშირად რას ეუბნები საკუთარ თავს ?

– ყველაზე ხშირად ვსაუბრობ საკუთარ თავთან ,ვეძებ ძალას,  რომ შევძლო ყველაფერი , ვიყო ოჯახში კარგი დედა,კარგი მეუღლე და გამოვადგე ჩემს ქვეყანას .

8.ახალგაზრდა პოლიტიკოსების მიმართ არის ნეგატიური დამოკიდებულება ,რაგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ეს?

– გეთანხმები,  ნამდვილად რთულია საზოგადოებას დავუბრუნოთ რწმენა და იმედი ,ახალგაზრდებში ვეღარ ხედავენ პოტენციალს ,ზოგადად პოლიტიკოსებმა დაკარგეს ნდობა ,წარსული გამოცდილებას თუ გადავხედავთ, რას დავინახავთ?

-რას?

-სურათი სამწუხაროდ უცვლელია- იმედგაცრუებული ამომრჩეველი და გამდიდრებული პოლიტიკოსები…

9.გამარჯვების შემთხვევაში გამოცვლით თუ არა ტელეფონის ნომერს ?

(იცინის ) არა რა თქმა უნდა ,ტელეფონის ნომრის შეცვლა რომ შველოდეს საქმეს… პირიქით, დავნერგავ ისეთ სისტემას, რომ ამომრჩეველს საკუთარ კანდიდატთან გაუადვილდეს კომუნიკაცია, ეს არ არის რთული. არ გავაკეთებ იმას, რაც როგორც ამომრჩეველს მუდამ მაღიზიანებდა. ვიქნები მაჟორიტარი, როგორიც მე, ამომრჩეველს მინდოდა მყოლოდა!

10.დაასრულეთ ფრაზა – მინდა ვიყო და ვიცხოვრო?

– ვარ ის, ვინც ვარ ,არ ვინატრებდი ვიყო პრეზიდენტი ან რაიმე დიდი ორგანიზაციის მმართველი ,ვარ მარიკა, მაქვს ჩემი პროფესია და მიყვარს ჩემი ოჯახი ,ჩემი ქვეყანა, მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო დილა იმაზე ფიქრით არ იწყებოდეს, რა ვაჭამო შვილებს,როგორ გადავიხადო კომუნალური გადასახადი ,როგორ დავძლიო სიღარიბე ,მინდა ყველა იყოს დასაქმებული და ლაღი.

11.მთავარი თვისება რაც პოლიტიკოს უნდა ჰქობდეს ?

– უნდა იყოს მომთმენი ,ზომა უნდა იცოდეს და ხალხთან უნდა იყოს არა მხოლო ახლოს, არამედ მათი დღით უნდა ცხოვრობს ,მათი გზა უნდა განვლოს.

12.თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?

-ჩემი ძლიერი მხარეა ,მოთმენის უნარი ,პრინციპულობა და შემიძლია მოსმენა ,გაანალიზება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ,სუსტი მხარე კი – (იცინის) კამერის შიში.

13.მიმართეთ საზოგადოებას

-მინდა ვუთხრა საზოგადოებას ,მოიხადოს საზოგადოებრივი ვალი ქვეყნის წინაშე ,ნუ შეეშინდებათ ,მოგონილი ამბების რომ ვინმე იხედება მათ ბიულეტინში და იცის, ვის შემოხაზავს .

მოგიწოდებთ, წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი ,დაიმახსოვრეთ რომ ეს ქვეყანა ჩვენი შვილების ქვეყანაცაა, სადაც მათ უნდა შევუქმნათ უზრუნველი მომავალი .

Leave a Reply