თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერობის კანდიდატი

-ფახულანში შევაჯამეთ წინასაარჩევნო კამპანია მერე კი უცხოელ დამკვირვებლებს ვესაუბრეთ. ავუხსენით თუ რა ვითარებაა რეალურად წინასაარჩევნოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და წალენჯიხაში.
შემდეგ ნაკურორტალ სქურში ავედით.
შევხვდით რამდენიმე მოსახლეს. სქური ყველასგან მიტოვებულია. იქამდე მისასვლელი გზაც კი არ არის.
.ერთერთი საუცხოო ეკოსისტემა დღეს გაპარტახებულია.
მთელი დღე დავდივარ და ვესაუბრები ხალხს. ვუსმენ
ვინიშნავ. ვიმახსოვრებ მათ სახეებს და პროპლემებს…
შუადღისკენ ზუგდიდში ჟურნალისტებზე ძალადობა დავგმე და მიმაჩნია როდესაც კრიტიკული მედიას დევნიან იქ საღი აზრისთვის სივრცეს არ ტოვებენ.
გვიან წალენჯიხაში ოფიში დავბრუნდი და ხვალინდელი დღის მონახაზი გავაკეთეთ.
დრო გადის მალე…
პ.ს ამ მწირ დროში დრო არ მყოფნის და ნებისმიერი პოზიტივი ენერგიას მმატებს.
მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა და მიდგას!

Leave a Reply