დავით ჩიხელიძე
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი
პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა კატეგორიაში მყოფმა „სამარათლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) მა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მოახლოებულ არჩევნებზე და პარალელურ დათვლაზე ე.წ. „პივიტი“-ზე საუბრობენ. როგორც ჩანს მათ დიდი ხანია “გამორთეს” სირცხვილის გრძნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პივიტიზე ასე თამამად არ ისაუბრებდნენ. ვიდეოში ჩანს USAID-ის წარმომადგენელი.რომელიც ცხადად ამბობს რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში ათობით ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, მაგრამ “სამართლიან არჩევნებს” ეს არ აინტერესებს, ისინი ცდილობენ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ ისინი(ISFED) საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენენ, რაც მტკნარი სიცრუე. “სამართლიან არჩევნებს” საკუთარ თავზე იმდენად მაღალი წარმოდგენა აქვთ, რომ საკუთარ თავს ცესკოზე მაღლა აყენებენ.
ISFED-მა შესანიშნავი ფრაზა გამახსენა, ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს…. სამართლიანი არჩევნების განცხადებაში რამდენიმე საყურადღებო ფრაზა არის. „პივიტი“-ს საშუალებით ჩვენი ორგანიზაცია, ცესკოზე სწრაფად წარმოადგენს არჩევნების დღეს დამდგარ შედეგებს“ ამბიცია გამიგია, მაგრამ ასეთი? ვინ ხართ თქვენ, რომ ცესკოზე სწრაფად შეძლოთ არჩევნების დღეს დამდგარი შედეგების გამოცხადება? თან უტყუარი შედეგის გამოცხადება? ეს ხომ აბსურდი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა?. 2020 წლის არჩევნებმა გვაჩვენა, რომ თქვენ პირუთვნელი სიმართლის გამოცხადება არ შეგიძლიათ, რადგან ისიც კი არ იცით არჩევნების პარალელური დათვლა როგორ ხდება, არც შეცდომის აღიარება იცით.
დემაგოგია კი შესანიშნავად გეხერხებათ. მეორე ფრაზის დროს “სამართლიანი არჩევნები” აშკარად ასტრალში გავიდა, მათი თქმით iSFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების და უცხოელი პარტნიორების მაღალი ნდობით სარგებლობს. რეალობა კი ასეთია, “საერთაშორისო გამჭირვალობ”-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით(ორი კვირის წინ ჩაატარეს) პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სრულად მოსახლეობის 4% ენდობა. სირცხვილია, როდესაც 4% ნდობის მანდატის მქონე ორგანიზაცია, მაღალ სანდოობაზე საუბრობს. მაგრამ მათ განცხადებაში არის ლოგიკის მარცვალი, ISFED-მა რომ თვლა არ იცის, ეს 2020წლის “პივიტიმ”დაადასტურა, სწორედ ამიტომ 4%-იანი ნდობა მაღალი გონიათ

Leave a Reply