კამპანიამ ,,გახდი ხმის მცველი“ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და მის ფარგლებში 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 190-მდე მოხალისე დააკვირდება. ასეთ პრაქტიკას ,,სამოქალაქო პლატფორმა 2020“ მომავალშიც აქტიურად მიმართავს, რადგან საარჩევნო პროცესების მონიტორინგში მაღალი სამოქალაქო ჩართულობა არჩევნების გამჭირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

,,სამოქალაო პლატფორმა 2020“ მადლობას უხდის ყველა მოხალისეს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აღნიშნულ კამპანიას უანგაროდ შეუერთდა.

 „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესის განჯასაღებაში, მოხალისეობრივი ჩართულობა უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდას. თითოეულ მოხალისეს ინდივიდუალურად შეუძლია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-თან ერთად დაეხმაროს ქვეყანას უკეთესი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს ასევე მიაჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყნებით არჩევნების ჩატარება არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ნაკლებ სუბიექტურ ჩარევას საარჩევნო პროცესში კენჭისყრის დღეს.

“ სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ სრულად მოხალისეობრივად დააკვირდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს კრწანისის N4 საარჩევნო ოლქში, რის შემდეგაც რეკომენდაციებს და შენიშვნებს გაუგზავნის, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ  ორგანიზაციებს.

Leave a Reply