გიორგი ჭილაშვილი რეგალია

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში

საარჩევნო პროცესის, არჩევნების შედეგების და ცესკოს ადმინისტრაციის დისკრედიტაციის შესაძლებლობა არ მოგეცემათ! მიმართვა  ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეეხებათ, რომელთაც მოვუწოდებ უარგუმენტო განცხადებების კეთებას სჯობს საქმით დაკავდით და მაქსიმალურად გააკონტროლოთ არჩევნების, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი, ამისათვის თქვენ მოგეცათ განსაკუთრებული ბერკეტები!

ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა გადის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ცესკოს ახალი ადმინისტრაციისთვის .

დღეს ექსპერტთა ნაწილმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც წარმოჩენილია ის ფაქტორები რაზეც ბოლო დღეებში ვწერ და ასევე საუბარია თუ რა მოსალოდნელი შედეგები შეიძლება მოყვეს არჩევნებს და დამდგარ შედეგებს თუ ეს მათთვის ოპოზიციისთვის მიუღებელი იქნება. კვლევაში ხაზი აქვს გასმული სხვადასხვა საკითხს, მაგალითად როგორ მიმდინარეობს ცესკოს ახალი თავმჯდომარის დისკრედიტაცია, ასევე ფაქტი რომ ერთიან სიაში კვლავ არიან მკვდარი სულები და სხვა მრავალი ასეთი უარგუმენტო მსჯელობა არის გამოაშკარავებული.

მოდით ჩვენ განვიხილოთ ის სიახლეები რაც გატარდა ბოლო თვეებში ცესკოს მხრიდან და მერე ვიმსჯელოთ, რამდენად არის შესაძლებელი ან გაყალბება ან ვინმეს მხრიდან ამ არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა.

ბერკეტები რაც მიეცა ოპოზიციას, პირველი ეს არის ოპოზიცის წარმომადგენლის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა რაც ალბათ ხვდებით რომ არასდროს მომხდარა და საკმაო ბერკეტია არჩევნების გასაკონტროლებლად, ასევე სხდომები რომელიც  ლაივ რეჟიმში გადაიცემა,  ასევე დაინერგა და გაიტესტება ელექტრონული ხმის მიცემა, რომელიც უზუსტობას გამორიცხავს და ბოლოს რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს არის ხმის დათვლის პროცესის ლაივ გადაღება უწყვეტ რეჟიმში, რაც საერთოდ გამორიცხავს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის პირადაპირ თუ ირიბ გზებს ,

ამგვარად მოვუწოდებ ცესკოს წევრ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ აკვირდებით და მონაწილეობთ ამ მნიშვნელოვან ახალ პროცესში, რასაც თქვენი თვალით ხედავთ, ამიტომ თქვენივე მუშაობის შედეგი გააცანით თქვენს პარტიებს, ასევე იმ არასამთავრობოებს რომლებიც ოპოზიციის ფლანგს წარმოადგენენ, რადგან არჩევნების შედეგების დადგომის შემდეგ, არ იყოს დესტაბილიზაციისკენ და ქაოსისკენ უარგუმენტო და დემაგოგიური მოწოდებები, არამედ იზრუნეთ, იმუშავეთ, დააკვირდით მაქსიმალურად და ამით უზრუნველყოფთ თქვენი წილი ვალდებულების სამართლიანად აღსრულებას!

ხელისუფლებას აქვს ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა უზრუნველყოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულება, რადგან მათ თავის მხრივ არ მოახდინონ გამართული და გაჯანსაღებული საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია!

ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა!!!

Leave a Reply