დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

რთულია დაწერო სფეროზე სადაც შენ მოღვაწეობ,  რთულია დაიცვა  ობიექტურობა და მზის სინათლეზე  ყველა ის ნაკლოვანება  გამოიტანო რაც სამოქალაქო სფეროში არის, რთულია მაგრამ არა შეუძლებელი. მესამე ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ხშირად სწორედ ამ ზედმეტ სახელით მოიხსენიებენ,  მსოფლიოში 40 000 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, ეროვნულ დონეზე  კი რამდენიმე ათეული მილიონი  ორგანიზაცია არსებობს, (საქართველოში 10 000, აშშ  1 500 000 და ა.შ.) რა თქმა უნდა განსხვავებულია მათი საქმიანობის სფერო, მაგრამ  როგორც წესი უმრავლესობა, უფლება დამცველი ორგანიზაციაა, შესაძლოა ითქვას საქართველოში პოსტკომუნისტური  არასამთავრობო ორგანიზაციები გვაქვს, რომელიც შორს არის ნამდვილი თავისუფალი გაერთიანებისგან (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება) უამრავი კვლევა არსებობს, სადაც მთელი სიმძაფრით იგრძნობა, რომ დღეს საქართველოში  ე.წ. „პრივილეგირებული“ არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომელთა რეიტინგს პულსი არ ესინჯება (მაგ: საერთაშორისო გამჭირვალობა (TI)  სამართლიანი არჩევნები  (ISFED)  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და სხვა
ინტერნეტ სივრცეში უამრავ კვლევას ვეცნობი, რომელთა შედეგები მიქმნის შთაბეჭდილებას თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის კვლევა, ერთ ერთი კვლევა რომელმაც ჩემი ინტერესი გამოიწვია  აგვისტო სექტემბერში არის ჩატარებული, პირდაპირ ვიტყვი ციფრები შემაშფოთებელია, რადგან ის რეალობას ასახავს.  მაგ: გამოკითხულთა 80% ფიქრობს რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები თანხვედრაშია ნაციონალური მოძრაობის პოზიციებთან,  93% თვლის რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ბუნდოვანი და გაუმჭირვალეა. მათი ნდობის მანდატი კი საგანგაშოდ მცირე.
სამართლიან არჩევნებს, გამოკითხულთა მხოლოდ 2% ენდობა, ეს ის ორგანიზაციაა რომელიც აცხადებს, რომ კვლავ განახორციელებს  არჩევნების პარალელურ დათვლას, რადგან მათ საზოგადოების დიდი ნდობა აქვთ, (PVT-ს დროებით ვივიწყებ) კი მაგრამ რომელ ნდობაზე მელაპარაკებით? პირდაპირ ვიტყვი, ქვეყანაში სანთლით არის საძებნი ადამიანი რომელიც ISFED-ს ენდობა….
რაც შეეხება იმას თუ რატომ არის ეს კვლევა ჩემთვის სანდო და საინტერესო, როგორც ვნახეთ  არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობის მაჩვენებელი მხოლოდ 2 % არის, მათივე ჩატარებული კვლევით (საერთაშორისო გამჭირვალობა) კი 4 %. როდესაც კვლევას ატარებ და კითხვარში კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციაც ფიგურირებს,  ეს  რესპოდენტთა ნაწილის ტენდენციურობას იწვევს, რაც დიდი ცდომილებას იძლევა,  სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ობიექტურია კვლევა სადაც სამოქალაქო სექტორის ნდობის მანდატი 2 % არის.
ასეთი დაბალი ნდობის მანდატი რეალურ პრომლემას წარნოადგენს, რისი მიზეზიც, პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა არის, ისინი უკვე  რამდენიმე დღეა  უბნის წევრების წინააღმდეგ  აქტიურად წერენ საჩივრებს, იმ წევრების მიმართ რომელთა ხელფასი 150 ლარია და რეალურად არაფერი დაუშავებიათ, ეს არის ე.წ. საჩივარი საჩივრისთვის, მაგრამ მათ თვალი დახუჭეს  ცესკოს კომისიის წევრის ქმედებაზე.  კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, კირთაძე (ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცესკოში)  მერობის კანდიდატის ნიკანორ მელიას წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეიობდა, რაც კანონდარღვევაა, აღნიშნული დარღვევა ISFED- მა საკუთარ ანგარიშში შეიტანა, მაგრამ საჩივარი არ დაუწერია, რაც მათ სუბიექტურობას და მიკერძოებულობას ნიშნავს!
არადა ყველაფერი რა კარგად იწყებოდა, დასაწყისში გვქონდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.(პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია) ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, ახლა კი გვაქვს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, კაპიტან გიგაურის ხელმძღვანელობით. მკითხველმა განსაჯოს ეს პროგრესია თუ რეგრესი….
პიროვნულად არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ფაქტია, დღეს მოქმედი პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დაშორდნენ  მათ ნამდვილ როლს, ისინი იქცნენ რეგრესის, ძალადობის კონფრონტაციის წყაროდ, რომლთაც  მიუხედავად მათი ახალგაზრდა ასაკისა  საბჭოთა კავშირთან  უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე დასავლურ განვითარებულ სამყაროსთან

Leave a Reply