დაველოდები ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე განუცხადა.

„ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვაქვს არანაირი სტრუქტურა, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. დაველოდები ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

Leave a Reply