თამთა მეგრელიშვილი

დღეს საქართველოსთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები დაიწყო, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში იმართება, ცენტრალური ადმინისტრაციის სამივე დონეზე მოხდა კომისსი წევრთა რიცხოვნობის ზრდა, კომისიის შემადგენლობაში მრავლად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკური სუბიეტქების წარმომადგენლები (მათ შორის 8 ოპოზიციური პარტიის მიერ არის დანიშნული).
ამ დროის მონაცემებით საქართველოში არსებული უბნების 100%ის გახსნა დროულად მოხდა, უბნებში ჩატარებულმა წილისყრამ ექსცესების გარეშე ჩაიარა, წილისყრით ფუნქციების გადანაწილების პროცესი გართულების გარეშე განხორციელდა, გადასატანი ყუთის გასვლა კანონის დადგენილი წესით განხორციელდა.
ცესკოს მიერ კენჭისყრის დღე კარგად არის ორგანზიებული, არცერთ უბანზე არ ყოფილა შეფერხება და კენჭისყრის გაჭიანურება.
მოვუწოდებ ცეკოს ასეთივე ორგანიზებით და გამჭირვალედ გააგრძელოს მუშაობა, ხოლო პარტიებს ვთხოვ და შევახსენებ, რომ არ გავიდნენ კანონის ფარგლებიდან, ერთად ვუზრუნველყოთ თანამედროვე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

Leave a Reply