მიშა ქუმსიშვილი

საინტერესო ქეისი:
ნაძალადევის 79-ე უბანზე მივიღე 18 ხმა.
პირველ ფოტოზე ხედავთ ამ უბნის შემაჯამებელ ოქმს, სადაც 0 ხმა მიწერია. ხოლო მეორე ფოტოზე შესწორების ოქმია, რომელშიც 18 ხმა არის ასახული.
ახლა გეტყვით რა მოხდა უბანზე:
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ გვყავდა არც კომისიის წევრები უბნებზე (რადგან წაგვართვეს) და არც დამკვირვებლები (რადგან მათი დაფინანსება მოგვიხსნეს). ერთადერთი, რაც მოხერხდა, ნაძალადევის 79-ე უბანზე რაღაცნაირად პროფესიული ნიშნით შერჩეული კომისიის წევრის კვოტით შეძვრა ჩვენი ალბათ ყველაზე სტაჟიანი და მებრძოლი წევრი – ნანული ბუაძე.
ხმის დათვლის პროცესში, ქალბატონმა ნანულიმ დათვალა რომ ამომივიდა 18 ხმა, ხოლო როდესაც გააფორმეს შემაჯემებელი ოქმი, დამიწერეს 0. ამაზე ატეხა მან ერთი ამბავი, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა შესწორების ოქმი და ჩემი 18 ხმა ასახა დოკუმენტში.
ამით არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ თბილისში ერთადერთ უბანზე სადაც წარმომადგენელი მყავდა, ასეთი ამბავი მოხდა. დანარჩენ 800-მდე უბანზე ფიზიკურად არ ვიცი რა იკადრეს, ან რა არ იკადრეს.
იმედია ცესკო ოდესმე გვაღირსებს ხმის დათვლის პროცედურის ვიდეო ჩანაწერებს!

Leave a Reply