დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

-2 ოქტომბრის არჩევნები უკვე ისტორიის ნაწილია, განვლილი არჩევნების დეტალური შეფასება ერთ დღეში შეუძლებელია, ახლა მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლები, არჩევნები შესაძლოა პოლიტიკურად და სამართლებრივად შეფასდეს.

სამართლებრივ ნაწილი.

2 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდა, სრულად იყო დაცული კანონი და ამომრჩევლის უფლება. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ქვეყანაში მორიგი გამჭირვალე არჩევნები ჩატარდა, რაშიც საკუთარი წვლილი ცესკომ შეიტანა, რომელმაც არჩევნების პროცესის და კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო, რა თქმა უნდა არჩევნებს თან მცირე ხარვეზები ახლდა, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

პოლიტიკურ ნაწილი.

წინასწარი მონაცემებით მმართველმა გუნდა ხმების თითქმის 47% მიიღო, რაც ლოგიკური შედეგია, ახლა მთავარია ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა არჩევნების შედეგი აღიაროს და ქვეყანას მშვიდი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მიცეს, ქართული ოცნების მიერ მიღწეულმა შედეგმა, ოპოზიციის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული იმედები დაასამარა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიცია ანულირებულ დოკუმენტს ჯიუტად “ებღაუჭებოდა”, ქართველი ხალხის ნებამ, ოპოზიციას მანიპულაციის შესაძლობლობა მოუსპო. თვითმმართველობის არჩევნებმა ასევე გვაჩვენა, რომ ე.წ. პატარა პარტიებს საქართველოში პოლიტიკური ამინდის შექმნა არ შეუძლიათ, რაც დასანანი ფაქტია

Leave a Reply