გიორგი ჭილაშვილი

კარგად ადმინისტრირებული არჩევნები, ღია და სამართლიანი ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები, ეს ის პოზიტიური შედეგებია რაც ცესკოს ადმინისტრაციის დიდი შრომის და დიდი მონდომების შედეგად იქნა მიღწეული, ეს შეფასებები ერთობლივად ეკუთვნის ბრიტანეთის საელჩოს , ევროპარლამენტარ კორინა კრეცუს და მათ მისიას, ევროპის საბჭოს მისიას, მათ წევრ დეივიდ ერეის, ეუთო ოდირის მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონს!
რა თქმა უნდა, კიდევ მეტი შრომით და ძალისხმევით მიიღწევა უფრო დიდი შედეგი, ვფიქრობ ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად გააგრძელებს იმ ჯანსაღ პროცესს, რაც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით სულ მოკლე დროში დაიწყო და განხორციელდა!
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამართლიანმა არჩევნებმა მოახერხა,რომ წელს მაინც, ნორმალური პივიტის შედეგი გამოეცხადებინათ ესეც უცხოეთიდან დიდი კრიტიკის შემდეგ ინამუსეს, ან უბრალოდ ცესკოსგან “გადაიწერეს” მათ 2021 წლის არჩევნებზეც ქონდათ გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ამაზე ახლა არ შევჩერდები!
უნდა აღინიშნოს რაღაც ორგანიზაცია რომელსაც “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” დაარქვეს. მათ არჩევნების შედეგების ცესკოზე ადრე გამოცხადება მოინდომეს, იმდენად მაგრები ვართ რომ ჩვენს კვალიფიკაციასთან რას მოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაო, რა მოხდა იცით? დღეს როდესაც ყველამ დათვალა შედეგი და ცესკომ ხომ თავისთავად, მათ ანუ ამ ორგანიზაციას მხოლოდ უბნების 38% აქვს დათვლილი, ამიტომ ვამბობდი მეგობრებო რომ არჩევნებზე აზრი უნდა კითხო მას ვინც ეს თემა იცის და როგორ შეიძლება ისეთმა არაკომპეტენტურმა როგორიც დიღმელაშვილია რამე დათვალოს! (არჩევნებს ვგულისხმობ)
აქვე აღვნიშნავ, რომ ხმის დათვლის პროცედურა იყო ის დიდი სიახლე რომელმაც საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე გამართული არჩევნები ჩაატარა! რა თქმა უნდა იყო გარკვეული პროცედურული ხარვეზები, რომელსაც არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია

Leave a Reply