დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

სამოქალაქო საარჩევნო კომისია გახსოვთ? ეს ორგანიზაცია ჩანასახშივე მარცხისთვის იყო განწირული, როგორც ისინი ამბობდნენ, მთავარ მიზანს ამომრჩევლის ხმის და ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაცვა იყო, ისინი უფრო შორს წავიდნენ და მოსახლეობას დაპირდნენ, რომ არჩევნების შედეგს ცესკოზე ადრე გამოაცხადებდნენ, ჰოი საოცრება სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ მოახერხა და მთელი ერთი დღე უბნების 33%-ის დათვლას მოანდომა, აი მესმის ოპერატიულობა. ასეთი სირცხვილი ბოლოს „პივიტის“ ჩამტარებელმა სამართლიანმა არჩევნებმა ჭამა. ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ სხვა რა შედეგს ველოდებოდით? მაქარაშვილი, გაგარინის დათვლილი არჩევნები არ გაიშვა..
ცალკე აღნიშვნა იმსახურებს “საერთშორისო გამჭირვალობა” და მისი ერთგული ჯარისკაცი კაპიტანი გიგაური, მათი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მზად არ არის. ისინი აღნიშნული განცხადებით, ნაციონალებზე უფრო დიდი ნაციონალები გახდნენ, რეალობა კი კარგად უცხოელ დამკვირვებელთა შეფასებებში იგრძნობა, რომლებიც ჩემში უფრო დიდ ნდობას იმსახურებენ.
ბოლოს კი, ბოლოს კოდუას ბარტყებზე მინდოდა დამეწერა (პლატფორმა 2020) მაგრამ მათზე დროის დაკარგა არ ღირს….

Leave a Reply