მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს და მას შემდეგ, რაც სრულად მოიხდის სასჯელს, ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია დაბრუნდეს.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, დღეის მდგომარეობით მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. პლანეტის

ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის. სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, რომ ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო. წარმოგიდგენიათ ეს კაცი რა მდგომარეობაშია?! რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი არ მოჰყვებოდა მის ამ შემოპარვას?! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, კატასტროფაა და შეურაცხმყოფელია, რომ მან საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს,დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

Leave a Reply