გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი

“აი ია”
“აი თათი”
“აი ფაქტი”.
პირველი ორისგან განსხვავებით, რომლებიც ყველა ადამიანში სასიამოვნო ნაპერწკალს აღვივებენ, ეს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია “აი ფაქტი” დიიიდი ნაბიჯებით სიცრუისა და ეკლესიაზე თავდასხმის სიმბოლოდ ქცევისკენ მიიწევს.
დადგენილია, რომ ხმების დათვლის დროს შესაძლოა იყოს დისბალანსი (ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია). ბიულეტენების აცდენის გარკვეული რაოდენობა დასაშვებია და ძირითადად კოვიდ-დაწესებულებებსა და პენიტენციალურ სისტემაში ხდება.
ასევე ცნობილია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მსგავსი შეუსაბამობის შემთხვევა მხოლოდ 70 დაფიქსირდა.
ეს “აი ფაქტი” ცდილობს ცესკო “გაფაქტოს”, მაგრამ არ გამოსდის.
არ გამოსდის და არც გამოუვა. უბრალოდ ცოტას იჟრიამულებენ და რაღაც გრანტს დაითრევენ. რაც შეეხება “გავლენიანი” არასამთავრობოების მარაქაში გარევას, ვერც “გაქაჩავენ” და არც არავინ მიიკარებს ახლოს. იქ სხვა “მოთხოვნებია”

Leave a Reply