ენმ-ის მერობის კანდიდატი ბათუმში, გიორგი კირთაძე დატრიალებული ტრაგედიის გამო დროებით წყვეტს საარჩევნო კამპანიას.
-ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.
ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.
ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან-წერს კირთაძე.
შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.

Leave a Reply