მიშა ხაჩიძე
კორუფციული ბრალდებებისა და გავრცელებული სკანდალური მიმოწერების შემდეგ,
ავსტრიის კანცლერმა სებასტიან ქურცმა თანამდებობა დატოვა.
-”ჩემი ქვეყანა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამდებობა. რაც ახლა საჭიროა არის სტაბილურობა, ” – თქვა ქურცმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ
პოლიტიკური ქაოსი ავსტრიაში: კორუფციის ბრალდებების შემდეგ, ზეწოლა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცზე (35, PVP) იზრდება. განსაკუთრებულად დაძაბული დღეა დღეს;
რამდენიმე საათში გაირკვევა ჩამოიშლება თუ არა ქვეყნის მთავრობა. ყველა ოპოზიციური პარტია ახლა ერთხმად ითხოვს კანცლერ სებასტიან ქურცის (PVP) გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადებას აანონსებს.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენის კორუფციის პროკურატურამ კანცლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რეიდები ჩატარდა კანცელარიაში, პარტიის შტაბ-ბინასა და ა.შ პროკურატურა კანცლერს კორუფციაში, საარჩევნოდ მანიპულირებული კვლევების ჩატარებასა და ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

Leave a Reply